კიევის ობოლონის რაიონში, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, გაჩნდა ხანძარი და 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დედაქალაქის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაიბომბა ხარკოვის ოლქიც, დაიღუპა 1 და დაშავდა 8 ადამიანი. მსხვერპლი მოჰყვა
ხერსონის ოლქზე იერიშსაც.
ღამით აფეთქებები დაფიქსირდა ქალაქ დნიპროში. 10-ზე მეტი იერიში იყო სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებზეც.
კვირას საღამოს კიევსა და ჩრდილოეთ ოლქებში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა, დაფიქსირდა რაკეტების გაშვება და კიევის ოლქში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.