შუახევის მუნიციპალიტეტმა პირველად რაგბის ფესტივალს უმასპინძლა. სპორტულ ღონისძიებაში აჭარის ოთხი მუნიციპალიტეტის სარაგბო გუნდები ჩაერთნენ.
ფესტივალი 11-13 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. სპორტული ღონისძიება რაგბის კვირეულის საქართველო-ფიჯის ნაკრები გუნდების სატესტო შეხვედრის ფარგლებში მოეწყო.
ფესტივალის მიზანი მოზარდებში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციაა. ფესტივალმა შუახევიდან ხულოში გადაინაცვლა, სადაც ამხანაგური შეხვედრა მიმდინარეობს.