ბათუმის კულტურის ცენტრის ქალთა აკადემიური კამერული გუნდის კონცერტი გაიმართა.
ღონისძიება ღია ცის ქვეშ, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. ბულვარში შეკრებილმა მსმენელმა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ცნობილი საგუნდო ნაწარმოებები მოისმინა.
საკონცერტო პროგრამა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. რეპერტუარი საგანგებოდ ღია სივრცისთვის შეარჩიეს და სახელწოდებით “მუსიკა განწყობისთვის“ შესთავაზეს ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს.
ქალთა კამერული გუნდს 28 წლის ისტორია აქვს. წლის ბოლომდე ისინი რამდენიმე კონცერტის გამართვას გეგმავენ. ემზადებიან ფესტივალებისთვისაც.