საქართველო მორიგი გამარჯვების მოლოდინში

29 ივნისი 2024, 18:02 175 ნახვა

ქართველი ფეხბურთელები მორიგი ისტორიული მატჩისთვის ემზადებიან,  საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, დარწმუნებულია, რომ მიუხედავად ესპანეთთან შედარებით მცირე შესვენებისა, ნაკრებმა ძალები უკვე აღიდგინა.

სანიოლმა ოფიციალურ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელების ემოციურობას თავისი სიმშვიდით დააბალანსებს.

ფეხბურთელებმა  იციან რომ წინ რთული თამაში ელით, ნაკრების მეკარის აზრით ესპანელები გახსნილ ფეხბურთს ითამაშებენ და შეტევებიც იქნება, თუმცა ქართველებს ახლა შეცდომების დაშვების უფლება არ აქვთ, სწორედ ამას ამბობს გიორგი მამარდაშვილიც.

მის განცხადებით ყურადღება პორტულიასთან თამაშის მსგავსად დაცვაზე იქნება გადატანილი თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეტოქე მშვიდად უნდა იყოს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში