დაშავებული ბავშვი

01 აპრილი 2017, 00:00 5973 ნახვა

ბათუმში 5 წლის ბავშვს ფეხზე ბოწკინტი დაეცა რის შედეგადაც მან მოტეხილობა და ჭრილობა მიიღო. შემთხვევა ბათუმის ბულვარში მოხდა.  ბავშვის დედა აცხადებს, რომ ის სოციალურად დაუცველია, ამიტომ მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას  ზღვისპირა პარკის ადმინისტრაციას სთხოვს. ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ ისინი სამედიცინო ხარჯს ვერ აანაზღაურებენ. აქ აცხადებენ, რომ ბოწკინტების შემოწმება ყოველდღიურად ხდება, თუმცა შესაძლოა ის დაზიანებული იყო, რამაც მისი წაქცევა გამოიწვია.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი