ბათუმის საკრებულოს სხდომა

28 ივნისი 2024, 14:18 391 ნახვა

ბათუმის საკრებულოს  გადაწყვეტილებით,   რამდენიმე სამშენებლო ნებართვაში ცვლილება შევიდა, კერძოდ,  3 ობიექტს გაუზარდეს   k2 კოეფიციენტი. სწორედ ამ  საკითხის განხილვას მოჰყვა ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვა თუ სად არის ქალაქის გენგეგმა? 

ოპოზიციას განცდა აქვს, რომ სანამ გენგეგმა დამტკიცდება, მერია ასწრებს  სამშენებლო ნებართვების გაცემას, რაც მათი თქმით, ქალაქში ურბანულ პრობლემებს ამწვავებს. ოპოზიციის ამ კითხვას ქართული ოცნების დეპუტატები და მერიის არქიტექტურის სამსახური გამოეხმაურნენ.

ამბობენ, რომ მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ვადები  თუ როდის ექნება ქალაქს განაშენიანების გეგმა, ჯერ უცნობია.  

სხდომა საფეხბურთო ნაკრების წარმატების მილოცვით დაიწყო.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში