ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია - არიან დაშავებულები

28 ივნისი 2024, 15:21 3055 ნახვა

ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია.  

არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავდა 3 ადამიანი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცეცხლის გაჩენის შედეგად დაიწვა 6 ხის ნაგებობა და 2 ავტომობილი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ცეცხლი თავდაპირველად ერთ-ერთ ფიცრულში გაჩნდა, რასაც აფეთქება მოჰყვა.

შემთხვევის ადგილზე მერიის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებიან.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. მიმდინარეობს ცეცხლის ლიკვიდაციის სამუშაოები.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში