დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა საერთაშორისო კურსი დასრულდა. სწავლების თეორიული ნაწილი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, ხოლო პრაქტიკული მეცადინეობები ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ტაქტიკური დონის ქვედანაყოფების დაკვირვება, წვრთნა და შეფასება ნატოს სტანდარტების შესაბამისად განახორციელონ.