ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა პირველი სატელევიზიო დებატები გამართეს

28 ივნისი 2024, 10:30 353 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატებს, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის გამართული ტელედებატები დასრულდა.

ეს იყო პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები ერთმანეთს მილიონობით ამომრჩევლის წინაშე დაუპირისპირდნენ.

კანდიდატებმა ამომრჩევლებს საკუთარი პოზიციები და ხედვა წარუდგინეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკა, იმიგრაცია, ომი უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში, ჩინეთთან ურთიერთობები და სხვა შიდა თუ საგარეო საკითხები.

ტრამპმა განაცხადა, რომ პირობები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა წამოაყენა უკრაინაში ომის დასასრულებლად, „მიუღებელია“.

საუბარია ვლადიმერ პუტინის ე.წ. ომის დასრულების გეგმაზე, რომლის თანახმადაც, რუსეთი უკრაინაში ომს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაასრულებს, თუ კიევი დათმობს ოთხ რეგიონს, რომელზეც მოსკოვი პრეტენზიას აცხადებს და ნატო-ში გაწევრიანებაზე უარს იტყვის.

დებატების დროს, დონალდ ტრამპმა კვლავ გაიმეორა, რომ ხელახლა არჩევის შემთხვევაში, უკრაინაში ომს დაასრულებს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, როგორ აპირებს ამის გაკეთებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი