საქველმოქმედო კონცერტი მამა ანდრია ლაითაძის დასახმარებლად. მასში მონაწილეობდნენ ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის მუსიკალური სკოლის ჯგუფები. მამა ანდრია ლაითაძეს ღვიძლის გადანერგვის ძვირადღირებული ოპერაცია ესაჭიროება, რომლის მოსამზადებლადაც იგი ამჟამად თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს. კონცერტიდან შესული თანხა სრულად გადაირიცხება სასულიერო პირის სამკურნალოდ.