საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

27 ივნისი 2024, 10:16 200 ნახვა

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე ამ ეტაპისთვის უნგრეთზე, შოტლანდიაზე, იტალიაზე, ხორვატიაზე, ალბანეთზე, ინგლისზე, დანიაზე, სლოვენიაზე, სერბეთზე, საფრანგეთზე, პოლონეთზე, სლოვაკეთზე, ბელგიაზე, უკრაინასა და ჩეხეთზე მეტი გოლი გაიტანა.

„ვამაყობ, რომ ამ ფეხბურთელების დამრიგებელი ვარ, საქართველოს იმიჯი შესანიშნავად წარმოაჩინეს, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ საქართველო-პორტუგალიის მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სანიოლის თქმით, საქართველოს ნაკრებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მწვრთნელმა განმარტა, რომ გაანალიზება მომდევნო დღეებში ხდება, ამის მიუხედავად, გამარჯვების მოპოვებიდან რამდენიმე წუთში განაცხადა, რომ ფეხბურთელებმა საქართველოს იმიჯი შესანიშნავად წარმოაჩინეს.

საუკეთესო შეფასება გააკეთა პორტუგალიის მწვრთნელმაც. რობერტო მარტინესმა თქვა, რომ საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა. მარტინესის თქმით,  ეს იყო მატჩი, სადაც საქართველომ ითამაშა იმისთვის, რომ ისტორია დაეწერა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში