ქობულეთში ცეცლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მედიკოსების განმარტებით, მას სასწრაფო ოპერაცია უტარდება.
შემთხვევის ადგილას სამართალდამცავები იმყოფებიან, რომლებსაც საცხოვრებელი სახლში შესასვლელი ეზო გადაკეტილი აქვთ. სამედიცინო ცენტრში კი კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განძრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.