ჟურნალისტის მისია საკმაოდ რთულია, პროდუქტი, რომელიც ჩვენს არხზე გადის და თქვენამდე მოდის გუნდის და გუნდურობის დამსახურებაა, ყოველი დღე საკმაოდ საინტერესო და გამოწვევებით სავსეა, არასდროს იცი სად და რისი გაშუქება მოგიწევს, ყველა დღეს მომზადებული უნდა შეხვდე და ამბავი გადმოსცე ყველასთვის გასაგებ ენაზე და რაც მთავარია ობიექტურად - ჩვენი დევიზიც სწორედ ეს არის სიმართლე და მოქალაქეების სამსახურში ყოფნა-ჩვენი არხი იუბილარია, დღეს 37 წლის გახდა, გიყვებით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების ეტაპებისა და გამოწვევების შესახებ.