უნიკალურია ნაოსნობის და თითოეული მეზღვაურის როლი საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის - პრემიერი

25 ივნისი 2024, 11:47 395 ნახვა

უნიკალურია ნაოსნობის და თითოეული მეზღვაურის როლი საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის, მთლიანად ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ქართველ მეზღვაურებს, ყველას ვინც აქ ბრძანდებით და მათაც, ვინც დღეს შორეულ ნაოსნობაშია, გილოცავთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს. საერთაშორისო ნაოსნობა მსოფლიო ეკონომიკისთვის, ბუნებრივია, შეუცვლელ როლს ასრულებს, ასევე უნიკალურია ნაოსნობის და თითოეული მეზღვაურის როლი საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის, მთლიანად ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისათვის.

ეს მისია განსაკუთრებით ცხადია დღეს, როდესაც ახალი გლობალური წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში ჩვენი ქვეყნის საკვანძო მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად იკვეთება; „შუა დერეფანი“ - ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა დღეს საქართველოზე გადის; რეგიონის სტაბილურობისა და განვითარებისთვის ჩვენი ქვეყნის მზარდი სტრატეგიული მნიშვნელობა მკაფიოდ უსვამს ხაზს თქვენი პროფესიონალიზმის, თქვენი ყოველდღიური შრომის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამ შრომის შედეგად საქართველო შავი ზღვის რეგიონში ლიდერ საზღვაო ქვეყნად ჩამოყალიბდა; ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს 74 სხვა სახელმწიფოს დროშით მცურავ გემებზე ქართველ მეზღვაურთა რაოდენობა დღეისათვის 18 000-ს აჭარბებს და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. იზრდება საერთაშორისო საზღვაო სანაოსნო ინდუსტრიაში საქართველოს სახელმწიფო დროშის ავტორიტეტიც”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი