გიორგი შერმადინმა „ტენერიფესთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

25 ივნისი 2024, 08:20 265 ნახვა

საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი 2024-25 წლების სეზონშიც ესპანურ „ტენერიფეში“ ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს. „შერმადინს დიდი წვლილი მიუძღვის გუნდის ბოლოდროინდელ წარმატებებში.

გასულ სეზონში ის ესპანეთის ლიგის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა, საშუალოდ 12 ქულას, 5.2 მოხსნასა და 1.4 პასს აგროვებდა. მარგი ქმედების კოეფიციენტი 17.7 ჰქონდა“, წერია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

გიორგი „ტენერიფეს“ დაეხმარა ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინენტთაშორისო თასის მოგებაში. ის ორჯერ დასახელდა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ,ყველაზე მეტჯერ, ცამეტჯერ გახდა თვის საუკეთესო და 22-ჯერ კვირის საუკეთესო კალათბურთელი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში