ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. საზღვარზე სროლა მსხვერპლით დასრულდა

24 ივნისი 2024, 10:10 355 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. საზღვარზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი გაგრის "პროკურატურაზე" დაყრდნობით წერს.

მათივე წყაროს ცნობით, სროლა რუსეთის მოქალაქესა და ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებს შორის პირადი კონფლიქტის გამო მოხდა.

„ადგილზე მუშაობენ გამომძიებლები, რომლებიც ადგენენ შემთხვევის ყველა გარემოებას“, - აცხადებენ ე.წ. პროკურატურაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი