ხის გადატანა - პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი

31 მარტი 2017, 00:00 2916 ნახვა

ყოფილი პრემიერის იდეას, შეკვეთილში დენდროლოგიური პარკი გაშენდეს, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან აქცია და გამოხმაურება დღეს კიდევ ერთხელ მოჰყვა. უმცირესობის წევრმა დღეს  უმაღლესი საბჭოს სხდომა დატოვა, პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა კი  აქცია გამართეს, და ხეების გადატანის გამო გზის ინფრასტრუქტურის მოშლა და ეკოლოგიაზე მიყენებული ზიანი გააპროტესტეს. დღეს აქციაზე ყოფილი პრემიერის და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ფოტოები ხეებზე გააკრეს. უმცირესობის გარდა განცხადება პარტიზანი მებაღეების წარმომადგენელმაც გააკეთა, ნატა ფერაძემ სანაპიროსთან ბარჟაზე განთავსებული ტიტა ადგილზე ნახა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი