სავიზო ცენტრების დახურვის შემთხვევაში რუსეთი აშშ-ს ადეკვატურ პასუხს გასცემს - მარია ზახაროვა

22 ივნისი 2024, 13:35 356 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ, მარია ზახაროვას თქმით, სავიზო ცენტრების დახურვის შემთხვევაში ამერიკა შესაბამის პასუხს მიიღებს.

„ასეთი ზომების განხორციელების შემთხვევაში, რუსული მხარე აშშ-ს ადეკვატურ პასუხს გასცემს“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

ცნობისთვის, აშშ-ში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებით, აშშ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მდებარე რუსეთის სავიზო ცენტრებს დახურავს და რუს დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებს გაუუქმებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში