პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარების გამო, სომხეთის ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში „მკაცრი საყვედურისთვის“ დაიბარეს

22 ივნისი 2024, 11:30 316 ნახვა

სომხეთის მიერ, პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების გამო, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის ელჩი, არმენ აკობიანი „მკაცრი საყვედურისთვის“ გამოიძახეს. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

სომხეთმა პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ 21 ივნისს განაცხადა.

ოფიციალური ერევნის გადაწყვეტილებას მიესალმება პალესტინის ადმინისტრაცია, რომლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს აღიარება დადებითად უწყობს ხელს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის შენარჩუნებას, რომელიც სისტემატური გამოწვევების წინაშე დგას და ხელს უწყობს უსაფრთხოებას, მშვიდობასა და სტაბილურობას ყველა მონაწილე მხარისთვის.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში