პარლამენტი ,,ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ'' საკანონმდებლო პაკეტზე დღეიდან იმსჯელებს

20 ივნისი 2024, 10:11 332 ნახვა

დღეს დილიდან დეპუტატები “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელებენ.

საკითხის განხილვა ერთდროულად რამდენიმე კომიტეტზე იგეგმება. საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთხელ საუბრობს კანონში ცვლილების მნიშვნელობაზე და ამტკიცებს, რომ ქვეყანამ მისთვის პრინციპულად მიუღებელ თემებზე თვალი არ უნდა დახუჭოს.

კონკრეტულ საკანონმდებლო პაკეტს აზრს მოკლებულად მიიჩნევს ოპოზიციის ნაწილი და მას მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნევს.

19 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი ქორწინების, შვილად აყვანის, სქესის შეცვლის პროცედურებს ზღუდავს და ამავე დროს,  ე.წ. ლგბტ პროპაგანდას სამართლებრივ ჩარჩოში აქცევს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი