საქართველო ევროპის ჩემპიონატზე-საერთაშორისო მედიის გამოხმაურება

19 ივნისი 2024, 14:54 442 ნახვა

თურქეთმა ევრო 2024-ის დებიუტანტ საქართველოსთან მძიმე ბრძოლაში მოიგო - ასე ეხმაურება სააგენტო „ფრანს პრესი“ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სადებიუტო შეხვედრას.

საქართველო-თურქეთის შეხვედრის შესახებ არა ერთი საერთაშორისო მედია წერს. გამოცემა „გარდიანმა“ გიორგი მიქაუტაძის გოლს ისტორიული  უწოდა.  “საქართველომ გაითავისა თავისი მომენტი და შექმნა ისტორია. გიორგი ქოჩორაშვილმა დაიწყო და გიორგი მიქაუტაძემ  საქართველოს პირველი გოლი გაიტანა ტურნირზე, იყო ძალიან ბევრი შანსი, საქართველო ამ დღეს 30 წელი ელოდა“ - ნათქვამია გარდიანის სტატიაში.

"საქართველო, რომელიც პირველად თამაშობს ევროზე, მამაცურად იბრძოდა და კინაღამ გაათანაბრა ანგარიში“, -აღნიშნულია “ბიბისიზე“. “სიმამაცის და პროფესიონალიზმის დემონსტრირებით, ვილი სალიონის გუნდი ევროპის ჩემპიონატამდე მივიდა.“ - ნათქვამია სტატიაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში