ნატოს გენმდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგს სავარაუდოდ რუტე შეცვლის

19 ივნისი 2024, 11:50 359 ნახვა

იენს სტოლტენბერგს ნატოს ხელმძღვანელის პოსტზე ნიდერლანდების პრემიერ მინისტრი ჩაანაცვლებს, იგი უკრაინის   ერთგული მოკავშირე და რუსეთის პრეზიდენტის  კრიტიკოსია -ინფორმაცია ჰოლანდიის ეროვნულმა მაუწყებელმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც მარკ რუტეს კანდიდატურას უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაუჭირეს მხარი. 

რუტეს კანდიდატურას ჯერ კიდევ ოფიციალურად ეწინააღმდეგება მხოლოდ რუმინეთი, რომლის პრეზიდენტიც კლაუს იოჰანისიც იბრძვის ამ თანამდებობისთვის.  ეს ინფორმაცია  სტოლტენბერგმა არც უარყო და არც დაადასტურა.  

ნატოს მომდევნო გენერალურ მდივანს მოუწევს მოკავშირეების ერთიანობის შენარჩუნება  უკრაინის მხარდასაჭერად  რუსეთის  წინააღმდეგ ომში და  ნებისმიერი ესკალაციის თავიდან აცილება, რამაც შეიძლება სამხედრო ალიანსი მოსკოვთან პირდაპირ ომში ჩაითრიოს.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში