ევროკავშირის ლიდერები ახალი ხელმძღვანელების კანდიდატურებზე ვერ შეთანხმდნენ

18 ივნისი 2024, 10:11 248 ნახვა

ევროკავშირის ლიდერებმა ვერ მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვინ უნდა გახდნენ ევროკომისიისა და ევროსაბჭოს შემდეგი პრეზიდენტები, ასევე, თუ ვინ დაიკავებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობას.

ლიდერებმა ამ საკითხზე სასაუბროდ ბრიუსელში არაფორმალური შეხვედრა გამართეს, თუმცა შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მათ კონსენსუსისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში