საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოამზადოს ნიადაგი უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის - შვეიცარიის პრეზიდენტი

15 ივნისი 2024, 17:41 275 ნახვა

შვეიცარიის პრეზიდენტის, ვიოლა ამერდის თქმით, უკრაინასა და რუსეთს მოუწევთ პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა და ამისთვის, საერთაშორისო საზოგადოებამ ნიადაგი უნდა მოამზადოს.

შვეიცარიის პრეზიდენტმა, ქალაქ ბიურგენშტოკში მშვიდობის გლობალური სამიტის დასაწყისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კონფერენციის მიზანია სამშვიდობო პროცესისთვის სულის ჩადგმა და ამ მიმართულებით კონკრეტული ზომების მიღება.

შვეიცარიის პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით ყველაზე სერიოზულად დაარღვია წესებზე დამყარებული სამშვიდობო წესრიგი, რომელიც გაერო-ს წესდებას ეფუძნება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი