დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში წლიური ანგარიშით თორნიკე რიჟვაძეს მოუსმენენ

14 ივნისი 2024, 10:01 458 ნახვა

ეკონომიკა, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა, ტურიზმი და ინფრასტრუქტურა - ეს იქნება ძირითადი საკითხები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის საკანონმდებლო ორგანოში წარსადგენ საკითხთა შორის. 

თორნიკე რიჟვაძეს წლიური ანგარიშით აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს მოუსმენენ. სხდომა 12 საათზე დაიწყება, რომელსაც ჩვენი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. 

შეხვედრას სავარაუდოდ არ დაესწრება ოპოზიცია. "ქართულ ოცნებაში", მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის სხდომაზე დასწრება სესიის მიმდინარეობას ხელს უშლის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი