სომხეთში გამართულ აქციაზე დაკავებულთა რიცხვი გაიზარდა

13 ივნისი 2024, 14:47 326 ნახვა

სომხეთის დედაქალაქ ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო აქციებზე 60 ადამიანი დააკავეს. აქციის მიმდინარეობისას ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა სომხეთის პარლამენტის შენობასთან, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კითხვებს პასუხობდა.

სამართალდამცველებმა სცადეს, დემონსტრანტები პარლამენტის ღობიდან მოეშორებინათ და ამ მიზნით ხმოვან-მანათობელი სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი