კრივოი - როგზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, დაშავებულია 29 პირი 

13 ივნისი 2024, 10:27 407 ნახვა

დნეპროპეტროვსკის ოლქში, კრივოი - როგზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, დაშავებულია 29 პირი, მათ შორის 5 ბავშვია. გავრცელებული ცნობით დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ადმინისტრაციული შენობა. ფაქტს, პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. განაცხადა, რომ რუსული ტერორი ადასტურებს იმას, რომ უკრაინამ პარტნიორებთან ერთად საჰაერო თავდაცვა უნდა გააძლიეროს.

უკრაინის ფრონტზე რთული ვითარების შესახებ საუბრობს  ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი. კირილ ბუდანოვმა აღნიშნა, რომ რთული პერიოდის მიუხედავად არმაგედონი არ იქნება და უკრაინა გაიმარჯვებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი