13 ივნისის სტიქიიდან 9 წელი გავიდა

13 ივნისი 2024, 10:14 617 ნახვა

21 დაღუპული, 2 დაკარგული და ათასობით დაზარალებული მოქალაქე - 13 ივნისის ტრაგედიიდან ცხრა წელი გავიდა.  

2015 წელს, უპრეცედენტო მასშტაბის სტიქია ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მეწყერმა გამოიწვია, ადიდდა მდინარე ვერე, განადგურდა საცხოვრებელი სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა. დაიტბორა "მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორიები. სტიქიისას დაიხოცა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი.

13 ივნისი ტრაგედიასთან ერთად სოლიდარობისა და ერთიანობის სიმბოლოდაც იქცა, მოხალისეებმა სტიქიის შედეგებთან გამკლავება ერთიანი ძალებით დაიწყეს.

 

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი