საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი გრძელდება. ამ წუტებში მეათე კანდიდატს უსმენენ. ისინი მაუწყებელთან დაკავშირებულ ხედვებზე საუბრობენ. მათ ასევე წერილობით წარადგინეს მაუწყებლის განვითარების კონცეფცია.
სპეციალურმა კომისიამ საბჭოს 3 წევრი 11 კანდიდატისგან უნდა შეარჩიოს. კონკურსში მონაწილეთა შორის არიან აჭარის მაუწყებლის მოქმედი თანამშრომლებიც ,ასევე აჭარის მაუწყებლის მრჩეველტა საბჭოს ორი ყოფილი წევრი. რაც შეეხება პროცედურას, კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებს პარლამენტი ამტკიცებს , სამეურვეო საბჭოში აჭარის კვოტას, კომისიის მიერ შერჩული 3 კანდიდატიდან აჭარის უმაღლესი საბჭო დასამტკიცებლად ერთს პარლამენტს წარუდგენს. ახალი წევრების შერჩევა საჭირო გახდა მას შემ,დეგ გახდა, რაც სამეურვეო საბჭოს სამ წევრს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.