მცირე მეწარმეების საპროტესტო აქცია სარფში 

12 ივნისი 2024, 14:22 370 ნახვა

გამაფრთხილებელი აქცია გამართეს სარფის საზღვართან  ჯიხურებში დასაქმებულებმა.  მცირე მეწარმეების განცხადებით, ხელვაჩაურის მერია მათგან 10 000  ლარის დავალიანების გადახდას ითხოვს. განმარტავენ, რომ პანდემიის დროს სარფის საბაჟო ჩაკეტილი იყო, მცირე მეწარმეები არ მუშაობდნენ. 

ასევე  მხოლოდ ახლა გაიგეს, რომ ხელშეკრულებას 2022 წელს გაუვიდა ვადა. მცირე სავაჭრო ობიექტები ახლა აუქციონზეა გატანილი. აქციის მონაწილეების განცხადებით, გაუგებარია მათთვის რატომ უნდა გადაიხადონ  ჯარიმა, როდესაც პანდემიის დროს   უმუშევრობით დაზარალდნენ და არც ხელვაჩაურის მერიას  გაუფრთხილებიათ რომ ხელშეკრეულებას ვადა გაუვიდა.

ისინი  მერიას პრობლემით დაინტერესებას და ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას სთხოვენ. წინააღდეგ შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს და საქართველო თურქეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის გადაკეტვას აანონსებენ.

 აქციის მონაწილეებს ხელვაჩაურის მერიამ წერილობით უპასუხა. განცხადების მიხედვით, საიჯარო ხელშეკრულებებს დღეის მდგომარეობით გასული აქვს ვადები, თუმცა მოიჯარეები, აღნიშნული ფართებით უკანონოდ სარგებლობენ.

არა ერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოსარგებლეებმა არც ფართები დაცალეს და არც  სარგებლობის თანხები გადაიხადეს. საკრებულოს გადაწყვეტილებით მოიჯარეებს შეუმცირდათ გადასახადი. მოიჯარეებს ხელშეკრულების პირობების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ. -აცხადებენ მერიაში. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში