იორდანია და ეგვიპტე მიესალმებიან გაეროს რეზოლუციას

12 ივნისი 2024, 11:28 329 ნახვა

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა და მისმა იორდანიელმა კოლეგამ ისრაელს მოუწოდეს შეასრულოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ღაზაში ომის დასრულების გეგმის შესახებ. იორდანიაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საფადიმ თქვა, რომ სასწორზე დაიდება საერთაშორისო სამართლისადმი ნდობა, თუ ისრაელი უარს იტყვის რეზოლუციის დაცვაზე.

ორშაბათს გაეროს უშიშროების საბჭომ  მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის წინადადებას ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რეზოლუციას მიესალმა როგორც ჰამასი, ასევე პალესტინის ხელისუფლება და პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი.

ყატარმა და ეგვიპტელმა შუამავლებმა განაცხადეს, რომ მათ მიიღეს ოფიციალური პასუხი ჰამასისგან ამ წინადადებაზე და ჰამასმა და მისმა მოკავშირე პალესტინის ისლამურმა ჯიჰადმა გამოთქვეს მზადყოფნა,  მიაღწიონ შეთანხმებას ღაზაში ომის დასრულების შესახებ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში