ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ოკუპირებული ცხინვალში 

09 ივნისი 2024, 20:01 377 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დღეს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გმობს -  უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

დე-ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით ოკუპირებული რეგიონის 17 საარჩევნო ოლქში, 73 უბანი გაიხსნა.

საარჩევნო უბნებია გახსნილი მოსკოვსა და ვლადიკავკაზშიც. დე-ფაქტო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის განცხადებით სიაში 29 ათასი პირია შეყვანილი.

ერთმანეთს კი სულ მაჟორიტარობის 111 კანდიდატი და 7 პოლიტიკური პარტია ეჯიბრებიან. ე.წ პარლამენტში მანდატების მოსაპოვებლად საჭიროა 50%-ს პლუს 1 ხმა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი