ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო დღეიდან უნდა ამოქმედდეს, რადგან ბოლო ვადა სწორედ 30 მარტია. სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება. სწორედ ამას აკრიტიკებს ოპოზიცია, რის გამოც ისინი ე.წ მოსმენების შესახებ კანონის შეცვლას ითხოვენ. ათი დღის წინ კი პრეზიდენტმა კანონპროექტი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნა. მოგვიანებით კი იმავე ვარიანტს ხელი მოაწერა.