აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის ანგარიში

07 ივნისი 2024, 14:47 412 ნახვა

ვიზიტორთა გაზრდილი მაჩვენებელი აჭარაში. მარტო გასულ წელს რეგიონს 4 მილიონ 700 ათასამდე ტურისტი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20 პროცენტით მეტია.

ეს და სხვა მონაცემები, ასევე ტურიზმის სფეროში განხორციელებული თუ  დაგეგმილი პროექტები დღეს აჭარისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს გააცნო. თინა ზოიძეს კანონმდებლებმა საკომიტეტო ფორმატში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მოუსმინეს.

მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს რეგიონის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი უწყების საქმიანობის შესახებ, რომელიც აჭარის ეკონომიკაში ასევე ერთ-ერთი წამყვანი სფეროს განვიათრებაზე ზრუნავს. ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით არაერთ პროექტს ახორციელებს, როგორც უცხოელი, ასევე  ქართველი ვიზიტორების დასაინტერესებლად. 

აწარმოებს სარეკლამო კამპანიას რამდენიმე ქვეყანაში, მონაწილეობს გამოფენებში, უცხოურ სატელევიზიო სივრცეში ანთავსებს ინფორმაციას რეგიონის ტურისტული პროდუქტების  შესახებ, რაშიც დეპარტამენტს უცხოელი  ჟურნალისტები და ბლოგერები ეხმარებიან. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ანგარიშს დეპუტატები საკომიტეტო ფორმატში წელიწადში ერთხელ, გეგმიურად ეცნობიან.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი