ფრანგი ფსიქოანალიტიკოსისა და ანთროპოლოგის ოლივიე დუვილის საჯარო ლექცია გაიმართა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სემინარის თემა იყო ტრავმები და მათი გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე. ფრანგმა სპეციალისტმა კონკრეტული პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით ისაუბრა ტრავმის ხასიათსა და მის ფსიქოანალიზზე.
ოლივიე დუვილი 300-მდე სტატიისა და რამდენიმე წიგნის ავტორია, აკადემიურ საქმიანობას საფრანგეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში ეწევა. საგანმანათლებლო სფეროში წლებია თანამშრომლობს ქართველ კოლეგებთანაც. დღევანდელი შეხვედრა ბსუს ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. სემინარს სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლებიც ესწრებოდნენ.