მამია ვარშანიძისა და ხახულის ქუჩების რეაბილიტაცია

06 ივნისი 2024, 11:51 386 ნახვა

ბათუმში მამია ვარშანიძისა და ხახულის ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ხახულის მეორე შესახვევიდან გაგარინის ქუჩამდე მონაკვეთში ასფალტის საფარის პირველ ფენას აგებენ.

პარალელურად კი, გაგარინის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩამდე მონაკვეთში ასფალტირებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

უკვე დასრულდა სანიაღვრე სისტემის, ბორდიურებისა და გარეგანათების მოწყობა ხახულის მეორე ჩიხიდან აღმაშენებლის ქუჩამდე მონაკვეთში.

გარდა ამისა ხახულის არხზე აშენდა ნაპირსამაგრი კედლები და 15 ხიდი. სამუშაოები გასული წლის აპრილში დაიწყო და 2026 წლის მარტში დასრულდება. პროექტის ღირებულება 31 მილიონი ლარია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი