დაღუპული მეზღვაურის ოჯახი დროულ გამოძიებას ითხოვს

05 ივნისი 2024, 14:56 1888 ნახვა

ჩინეთში  დაღუპული  34  წლის ქართველი მეზღვაურის ოჯახი გამოძიებას ითხოვს. მათი  ინფორმაციით,  გიორგი წილოსანის სიცოცხლე პალაუს დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ „ELIAK“-ზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს შეეწირა, ამიტომ ოჯახი ითხოვს დადგინდეს  მომხდარზე  პასუხისმგებელი პირების ვინაობა. 

ჩინეთში ადგილზე გაეცნო მომხდარის დეტალებს და გემზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერებს დაღუპული მეზღვაურის ძმა. მისი ინფორმაციით, 25 აპრილს  გემი ჩინეთის ქალაქ დალიანის პორტში იყო შესაკეთებლად,  სამუშაოების დროს კი  აფეთქება  მოხდა,  რა დროსაც   გიორგი წილოსანს  ცეცხლი  მოედო.

ის  გემბანიდან  გადავარდა, ვარდნისას კი   თავი დაარტყა. ოჯახს ჩინეთში უთხრეს, რომ გამოძიების მოთხოვნით მათ ქართულმა მხარემ ოფიციალურად უნდა მიმართოს. ოჯახის განცხადებით,  საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მათ ამ მოთხოვნას   დროული რეაგირება არ მოჰყოლია.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გვეუბნებიან, რომ როგორც გადმოსვენების ასევე გამოძიების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად აქტიურად  მუშაობენ.  ბოლო ცნობებით ქართველ მეზღვაურს 15 ივნისს  ჩამოასვენებენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი