“ნაპოლის” ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე იქნება. იტალიელმა სპეციალისტმა 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
კონტე სხვადასხვა დროს “ატალანტას”, “იუვენტუსის”, იტალიის ნაკრების, “ჩელსის”, “ინტერის” და “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი იყო.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ანტონიო კონტე ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვის წინააღმდეგია,რადგან მის პროექტში ქართველს მთავარი როლი უკავია.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას შეძენა ფრანგულ “პსჟ”-ს სურს.