ჩეხეთის ელჩი ხელვაჩაურში

05 ივნისი 2024, 11:45 681 ნახვა

5 ივნისს მსოფლიო გარემოს დაცვის დღეს  აღნიშნავს. ამ, დღესთან დაკავშირებით მაჭახლის  ხეობა მოინახულა ჩეხეთის ელჩმა საქართველოში. პეტერ კუბერნატმა ხეობა დაათვალიერა, მოინახულა თამარ  მეფის დროინდელი ხიდი და გაეცნო ასევე მაჭახლის ეროვნული პარკის ადმინისტრაცის საქმიანობას.

მას გიდობას  ხელვაჩაურის მერი უწევდა, ზაზა დიასამიძემ უმასპინძლა ელჩს.   ის პეტერ კუბერნატს მ პროექტებზე ესაუბრა, რომელიც  ხეობაში ეროვნული პარკის შექმნიდან დღემდე განხორციელდა. ეროვნული პარკი 2012 წელს შეიქმნა, 2022 წელს კი მაჭახლის ხეობა დაცულ ლანდშაფტად გამოცხადდა.

შეიქმნა ადმინისტრაცია, რომლის განვითარებაშიც ხელვაჩაურის მერიას გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩეხეთის მთავრობა დაეხმარება. გაეროს განვითარების პროგრამა ათი წელია აქტიურადაა ჩართული ხეობის, როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე, ურბანული განვითარების პროცესში. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში