„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ხვალიდან ძალაში შევა

03 ივნისი 2024, 14:18 388 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ სადავო კანონი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.  საქართველოს კანონმდებლობით, ეს აუცილებელი პროცედურაა კანონისთვის სამართლებრივი სტატუსის მისანიჭებლად. კანონი ხვალიდან ამოქმედდება, რეგისტრაცია სავალდებულო კი სექტემბრის დასაწყისიდან გახდება.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით გამოქვეყნდა. 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ე.წ. „აგენტების კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა.

„არა რუსულ კანონს!“ - ამ მთავარი ლოზუნგით კანონს თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდნენ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პროტესტი გრძელდება.

კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ დაემორჩილონ მას და სამართლებრივ გზებს მიმართავენ. არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი