დღეს მიქაუტაძის ''მეცი'' ლიგა 1-ში დასარჩენად ''სენტ ეტიენს'' დაუპირისპირდება

02 ივნისი 2024, 11:27 422 ნახვა

დღეს საფრანგეთის ლიგა 1-ის პლეი ოფის ფინალის საპასუხო მატჩში გიორგი მიქაუტაძის ''მეცი'' საკუთარ მოედანზე  ''სენტ ეტიენს'' უმასპინძლებს.

ამ წყვილის პირველი შეხვედრა გიორგის გუნდმა გასვლაზე მინიმალური სხვაობით 2-1 წააგო. აქედან გამომდინარე ''მეცის'' დღევანდელ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.

შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მატჩის დასრულების შემდეგ კი გიორგი  ეროვნულ გუნდს ავსტრიულ შეკრებაზე შეუერთდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი