როცა არ იცნობ საქართველოს ისტორიას, აძლევ თავს უფლებას, მართლმადიდებელ ეკლესიაზე ასეთი განცხადება გააკეთო, არცერთ სტუმარს უკადრია, ასე ესაუბრა - არჩილ თალაკვაძე მიხაელ როთს

01 ივნისი 2024, 14:51 340 ნახვა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის სტატუსს ეხმიანება. თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ჯერ, არცერთ სტუმარს უკადრია ასე ესაუბრა.

„მიხაელ როთ, როცა არ იცნობ საქართველოს ისტორიას, არ იცნობ ამ ქვეყნის ხალხს, მხოლოდ, მაშინ აძლევ თავს უფლებას, მართლმადიდებელ ეკლესიაზე ასეთი განცხადება გააკეთო. ჯერ, არცერთ სტუმარს უკადრია ასე ესაუბრა. მართლმადიდებელ ეკლესიას წამება, დარბევა და კირით გათეთრებაც კი გადაუტანია, კრიტიკა რა მოსატანია?!“, – წერს თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მიხაელ როთმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ: „რელიგიის თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა განუყოფელია. სწორედ, ასე მუშაობს დემოკრატია. ყველა ეკლესია, რელიგია და მორწმუნეები უნდა შეურიგდნენ კრიტიკას. ზოგიერთს ჯერ კიდევ აქვს ამასთან დაკავშირებით პრობლემები: ჩემს შემთხვევაში საქართველოს მართლმადიდებლობა და ისევ და ისევ ისლამი“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი