პრემიერი დაჟინებით მოითხოვს, რომ ომი არ დასრულდეს, ვიდრე ყველა მიზანი არ შესრულდება - ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი

01 ივნისი 2024, 10:18 404 ნახვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი, აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენის მიერ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წარდგენილი გეგმის შესახებ, განცხადებას ავრცელებს. სადაც აღნიშნულია, რომ ისრაელის მთავრობა მუშაობს მძევლების დაბრუნების მიზნის მისაღწევად.

„ამიტომ, პრემიერ-მინისტრმა მოლაპარაკებების გუნდს უფლება მისცა, წარადგინოს ამ მიზნის მისაღწევად გეგმა და დაჟინებით მოითხოვს, რომ ომი არ დასრულდეს, ვიდრე ყველა მიზანი არ შესრულდება, მათ შორის, ვიდრე არ დაბრუნდება ყველა მძევალი და „ჰამასის“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობები არ განადგურდება. ისრაელის მიერ, შეთავაზებული ზუსტი მონახაზი საშუალებას აძლევს ისრაელს, შეინარჩუნოს ეს პრინციპები”, – წერია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.

ნეთანიაჰუს ოფისს არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა ბაიდენის მიერ წარდგენილი შეთავაზება ისრაელის გეგმის მსგავსი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ომის დასასრულებლად ისრაელსა და „ჰამასს“ შეთავაზება წარუდგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი