ხმაური და დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე

31 მაისი 2024, 14:25 442 ნახვა

რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება საკრებულოში. ისმოდა ურთიერთბრალდებები. ხმაური “ლელოს, “ახალის” და გახარიას პარტიების დეპუტატების განცხადებებს მოჰყვა, ისინი ხელისუფლებას ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების შანტაჟსა და დაშინებაში ადანაშაულებდნენ.

ხელისუფლების ოპონენტები ირწმუნებიან, რომ მათ ოჯახის წევრებს მათ შორის არასრულწლოვან შვილებს უცნობი პირები ურეკავენ და ემუქრებიან. ოპოზიცია მუქარის ზარებსა და სიძულვილის ენის შინაარსის წარწერების გაკეთებაში ქართული ოცნების დეპუტატ რიჩარდ სირაბიძეს ადანაშაულებს.

ქართული ოცნების დეპუტატებმა ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს და მუქარის ზარების ავტორი ის დესტრუქციული ძალაა, რომელსაც ქვეყანაში არეულობა სურს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი