ურთიერთშეურაცხმყოფელი წარწერები კედლებზე

31 მაისი 2024, 11:15 450 ნახვა

სიძულვილის ენისა და მუქარის შემცველი წარწერები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საცხოვრებელი სახლების კედლებზე. ერთ-ერთი ორგანიზაციის წევრი კახა გუჩმანიძე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვს. 

აღნიშნულს ბოლო პერიოდში ორგანიზაციის წევრების მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ  საპროტესტო აქციებზე აქტიურობას უკავშირებს.

ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მათი მისამართით ბრალდებები უსაფუძვლოა, ამის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს და ეს ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა.

გასულ დღეებში წარწერები გაჩნდა პარლამენტის „ქართული ოცნების“ დეპუტატების სახლებთანაც. შეურაცხყოფა ამ შემთხვევაშიც  „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“  კანონის მხარდაჭერას უკავშირდებოდა.“

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი