1 ივნისს 11:00 საათიდან დაიწყება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბათუმში. ღონისძიებების მთავარი ლოკაცია ცენტრალურ პარკია.
გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას საბავშვო სტუდიებისა და ანსამბლები მიიღებენ. დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები, ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
წარმოდგენილი იქნება ფოტო სტენდები მულტფილმების გმირების გამოსახულებით. ბავშვების განწყობაზე იზრუნებენ კოსტიუმირებული ანიმატორები და ზღაპრის გმირები.
14:00 საათიდან -16:00 საათამდე გაიმართება შემეცნებითი და გასართობი აქტივობები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
10:00 საათიდან სპორტული ცენტრის ხელოვნურ საფარიანი მოედანზე სპორტული ღონისძებები გაიმართება.