გაერთიანებული სამეფო უაღრესად შეშფოთებულია გამჭირვალობისა და უცხოური გავლენის კანონპროექტზე ვეტოს დაძლევით, - ამის შესახებ, დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ, კვლავ, მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი უკან გადაგმული ნაბიჯია და დააზარალებს საქართველოს ძალისხმევას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე”, - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და ვეტოდადებულ პროექტს დეპუტატებმა 84 ხმით დაუჭირეს მხარი.