უკვე 3 საათია პლენარული სხდომა მიმდინარეობს პარლამენტში. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიციის პროტესტის ფონზე უწევს.
ასევე პროტესტია საკანონმდებლო ორგანოს გარეთაც, სადაც მოქალაქეები დილიდან არიან შეკრებილები.
პარლამენტში ამ დრომდე სადავო კანონპროექტთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები კეთდებოდა. იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც.
საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაბლოკვად აფასებს ოპოზიცია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
ამ წუთებში კანონთან დაკავშირებით პრეზინდეტის ვეტოს და მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც პრეზიდენტის საპარალმეტო მდივანი წარადგენს.