„ქართული ქარტია” - პრეზიდენტის შეთავაზება პოლიტიკურ პარტიებს და გამოხმაურებები

27 მაისი 2024, 14:38 371 ნახვა

პრეზიდენტის ინიციატივა ქართული ქარტიის მიღებასთან დაკავშირებით ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ისინი უერთდებიან ქარტიას, მიიჩნევენ რა რომ თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს არჩევნებზე ძირეული ცვლილებები განხორციელდება, სამართლებრივი და ძალოვანი უწყებების მხრივ და გაუქმდება გამჭვირვალობის შესახებ კანონი, თუმცა ისიც ცნობილია რომ პარტიები საერთო სიით წარდგენას ამ ეტაპზე არ აპირებენ.

ასევე ქარტიაშია საუბარი იმაზე, რომ ეს ცვლილებები ახალმა პარლამენტმა პირველი საგაზაფხულო სესიაზე უნდა დაამტკიცოს, ამის შემდეგ კი კიდევ ერთი არჩევნები ჩანიშნოს, თუმცა ამის საჭიროების შინაარსზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს, ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა მორიგი დესტრუქციის მცდელობაა და როგორც აქამდე ახლაც ოპოზიციას მსგავსი არც პრეზიდენტის დახმარებით გამოუვა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი