26 მაისის ღონისძიებები ლევილის მამულში

27 მაისი 2024, 11:44 363 ნახვა

26 მაისი ლევილის ისტორიულ მამულში მასშტაბურად აღინიშნა. ფესტივალის სტუმრების წინაშე წარდგნენ საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი და გამოჩენილი ქართველი სოპრანო იანო ალიბეგაშვილი.

ჩატარდა მსოფლიოს დიდოსტატის, ნონა გაფრინდაშვილის, მასტერკლასი ჭადრაკში - ოთხ დაფაზე; ხის ოსტატებმა - ნინო კოპელაშვილმა და რესან ჟოჟაძემ  - თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს; ცხინვალის თეატრმა წარადგინა სპექტაკლი „მარო მაყაშვილის დღიური“.

ღონისძიება ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტით დასრულდა. ლევილის მამული უკვე მეორედ მასპინძლობს ქართულ ფესტივალს, რომელიც ქართულ ხელოვნებას, კულტურასა და სპორტს ეძღვნება. ფესტივალი 24 მაისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი